NDI : საქართველოში ევროკავშირისა და ნატოს მხარდაჭერა მზარდია, რუსეთი კი საფრთხედ აღიქმება

NDI-ს კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ევროკავშირისა და ნატოს მხარდაჭერა მზარდია, რუსეთი კი საფრთხედ აღიქმება. NDI-მ კვლევა საქართველოს მასშტაბით, ორგანიზაცია “სი არ არისთან” ერთად ჩაატარა, გამოიკითხა 2 ათას 493 პირი. გამოკითხულთა უმრავლესობას მიაჩნია რომ, ევროკავშირის წევრობის სურვილის ზრდა, ეკონომიკური და დასაქმებასთან დაკავშირებული ფაქტორებითაა განპირობებული. გამოკითხულთა 52 პროცენტს მიაჩნია, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა.
კვლევა 2017 წლის 7- 28 აპრილს ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები