ირაკლი კობახიძე: საპარლამენტო ცხოვრებაში ოპოზიციის როლი იზრდება

“საპარლამენტო ცხოვრებაში ოპოზიციის როლი იზრდება”,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თელავში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საპარლამენტო უმცირესობას ექნება შესაძლებლობა, თავისი გადაწყვეტილებით, საგამოძიებო კომისია შექმნას.
”დღეს ეს უფლება მინიჭებული აქვს საპარლამენტო უმრავლესობას. ახალი რედაქციით, ეს უფლება საპარლამენტო უმრავლესობის უფლებიდან იქცევა საპარლამენტო უმცირესობის უფლებად. კერძოდ, საპარლამენტო უმცირესობას ექნება შესაძლებლობა თავისი გადაწყვეტილებით შექმნას საგამოძიებო კომისია. ეს დადებითად აისახება როგორც ოპოზიციის, ისე პარლამენტის როლის გაძლიერებაზე”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები