იური ლუჟკოვი საქართველოს ხელისუფლების განცხადებაზე: “ეს მიმაჩნია აბსოლუტურად უგუნურ და გაუგებარ გადაწყვეტილებად”

“ეს მიმაჩნია აბსოლუტურად უგუნურ და გაუგებარ გადაწყვეტილებად”, – ასე ეხმაურება
მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, „შავ სიაში“ მის ჩასმასთან დაკავშირებით.
ლუჟკოვი აღნიშნავს, რომ საქართველოს, როგორც ტურისტი, ისე ეწვია.
„ეს მიმაჩნია აბსოლუტურად უგუნურ და გაუგებარ გადაწყვეტილებად. ჩვეულებრივ, ასეთი სახის გადაწყვეტილებები ჩნდება რაღაც ქმედებების შემდეგ, რომლებიც მიმართულია საქართველოს ან რომელიმე ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში, მე საქართველოში ვიყავი, როგორც ტურისტი. ტურისტულ ჯგუფში ჩვენი მგზავრობა გაფორმებული იყო ქართული ტურისტული სააგენტოს მეშვეობით“, – განუცხადა სააგენტოს ლუჟკოვმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის შავ სიაში შეყვანას გეგმავს, რათა ის საქართველოში ვეღარ შემოვიდეს. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები