გიორგი კვირიკაშვილი ამერიკელ სენატორებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის კონგრესის “ჰელსინკის კომისიის” თავმჯდომარეს, სენატორ როჯერ უიკერს და თანათავმჯდომარეს, სენატორ ბენ კარდინს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა სენატორებს სენატში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის ინიცირების გამო და ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპაციის პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში აღნიშნული მხარდაჭერის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია, რომლის ფარგლებშიც გრძელდება ყოვლისმომცველი რეფორმები.
მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში შექმნილ ვითარებაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. სენატორებმა ხაზი გაუსვეს ნატო-ს სამშვიდობო მისიებში, ტერორიზმის წინააღმდეგ საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა სენატორებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ს მუდმივი და ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები