ეკა ბესელია: გვაქვს ძალიან პრინციპული მიდგომა, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონმა“ უნდა იმოქმედოს

„სამართლებრივი რეაგირება მინდობილი აქვთ სამართალდამცავ ორგანოებს“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, უფრო მკაცრი ხომ არ უნდა იყოს ხელისუფლება, როდესაც „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის“ დარღვევის ფაქტები ხდება, როგორც ეს მოხდა მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ტურისტად ყოფნის დროს.
მისივე განცხადებით, პარლამენტს, რომელმაც თავის დროზე მიიღო „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი“, აქვს ძალიან პრინციპული მიდგომები, რომ კანონმა უნდა იმოქმედოს.
„ჩვენ, პარლამენტს, რომელმაც თავის დროზე მივიღეთ ეს კანონი, გვაქვს ძალიან პრინციპული მიდგომები, რომ კანონმა უნდა იმოქმედოს. ბუნებრივია, ის მყისიერად უნდა ამოქმედდეს, როგორც კი ამის საფუძველი იქმნება ნებისმიერი იმ პირის მიერ, რომელსაც დარღვეული აქვს ჩვენი კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“. ბუნებრივია, ეს არის მძიმე მორალური ფაქტი, ხოლო სამართლებრივი რეაგირება აქვს მინდობილი სამართალდამცავ ორგანოებს, რომ კანონის მიხედვით უნდა მოხდეს ძალიან მყისიერი და სწორი რეაგირება“,- განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები