ირაკლი კობახიძე წინამორბედს პასუხობს – ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საარჩევნო სისტემის შესახებ დავით უსუფაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ კონსტიტუციის თითოეული მუხლი რაციონალური გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღება.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენ გვაქვს ჩვენი ფორმატები – ეს იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, ეს არის საყოველთაო- სახალხო განხილვა, ეს იქნება საქართველოს პარლამენტი. ამ ფორმატებში ვიმსჯელებთ ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება კონსტიტუციას და კონსტიტუციის თითოეულ მუხლთან დაკავშირებით რაციონალური გადაწყვეტილება ამის საფუძველზე მიიღება“,- აღნიშნა კობახიძემ.
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას მოქმედი ხელისუფლება ახალი საკონსტიტუციო პროექტის მიხედვით გაწერილი საარჩევნო სისტემის გამო გააკრიტიკა და ის საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის დაუოკებელ სწრაფვაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, 2016 წელს რომ არჩევნები ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მოდელით ყოფილიყო, „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა ექნებოდა, მაგრამ მასთან ერთად, პარლამენტში ასევე, სხვა პოლიტიკური ძალებიც შევიდოდნენ და საპარლამენტო კოალიციების შექმნის შესაძლებლობა გაჩნდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები