ილია ელოშვილი: სოფელ ხანდოსხევში მოსახლეობას არანაირი უფლება არ აქვს, ელექტრომაგისტრალის მშენებლობას ხელი შეუშალოს

“სოფელ ხანდოსხესხევის მოსახლეობას არანაირი უფლება არ აქვს, იქ ელექტრომაგისტრალის მშენებლობას ხელი შეუშალოს”, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ილია ელოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სოფელ ხანდოსხევთან სამუშაოები ერთი კვირით ისედაც შეჩერდება, ვიდრე მეთოდოლოგია არ იქნება შესწავლილი.
„შევხვდი მათ არაერთხელ, როგორც ოფისში, ასევე, მათთან სოფელში ჩავედი. აქ არის ორი მომენტი, პირველი – ვინც ეწინააღმდეგება ზოგადად ხაზის მშენებლობას, მინდა, ვუთხრა მათ, რომ არანაირი ხაზი არ გადადის სახლის სახურავებზე – დაშორებულია 100-150 მეტრით სახლებიდან. არანაირი უფლება არ აქვთ მათ, რომ გააჩერონ მშენებლობა. რაც შეეხება კონკრეტულ ადგილს, აქ ჩვენ ისედაც ვაჩერებთ სამუშაოებს ერთი კვირით, სანამ მეთოდოლოგია არ იქნება შემუშავებული. აქ სამუშაოები გაგრძელდება მაშინ, როცა მეთოდოლოგია იქნება. ეს მოხდება, ალბათ, ერთ კვირაში, არის მეთოდოლოგია სპეციალური უბნებისთვის. ყველაფერს აქვს საზღვარი. ჩემი აზრით, ყველანაირი რესურსი ამოწურულია. მაინც ვიმუშავებთ, რათა დარწმუნდნენ, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. იქ არიან არასამთავრობოები, რომლებიც მუდმივად ეწინააღმდეგებიან ჩვენს ყველა წამოწყებას, საქმე ეხება პატარა ჰესს, დიდ ჰესს, თუ რამე ხაზის გაყვანას“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.
აღსანიშნავია, რომ დუშეთის რაიონ სოფელ ხანდოსხევთან მოსახლეობამ აქცია გამართა.
აქციის მონაწილეები კომპანია “ელექტროტრანსის” ტექნიკას მუშაობის და გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. მათ ახლადგაყვანილი გზა აქვთ გადაკეტილი, რომელსაც კომპანია მთის ფერდობზე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოებისთვის ჭრის.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები