“გორგიამ” გლდანში თბილისის მასშტაბით მეორე, ხოლო საქართველოს მაშტაბით მეხუთე ჰიპერმარკეტი გახსნა

სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელმა “გორგიამ” დღეს გლდანში თბილისის მაშტაბით მეორე, ხოლო საქართველოს მაშტაბით, მეხუთე ჰიპერმარკეტი გახსნა. ცერემონია გლდანში (გლდანი პლაზაში) ვეკუას N14 -ში, 14:00 საათზე გაიმართა.
ღონისძიება ჰიპერმარკეტ “გორგიას” მენეჯმენტთან ერთად, გლდანის გამგებლის მოადგილემ, გლდანის დეპუტატმა და უცხოელმა მომწოდებლებმა გახსნა. 5000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ ჰიპერმარკეტში მომხმარებელს 40 000-მდე დასახელების პროდუქტის შეძენა შეეძლება, საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად.
მეორე ფილიალის გახსნა თბილისში სამშენებლო და სარემონტო მასალებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. ჰიპერმარკეტის მაღალი სტანდარტების შესაბამისად მოწყობაზე სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი სპეციალისტები მონაწილეობდნენ. კომპანიის ინფორმაციით, ჰიპერმარკეტში 100-მდე ადამიანი დასაქმდა.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები