შრომითი უფლებების დამცველი: სამუშაო ადგილი სარემონტო სამუშაოებისთვის სათანადოდ მომზადებული არ იყო

„სამუშაო ადგილი არ იყო სათანადოდ მომზადებული სარემონტო სამუშაოებისთვის“, – ამის შესახებ შრომითი უფლებების ერთ-ერთი დამცველი საუბრობს.
მისივე ინფორმაციით 4 ზეინკალი ამწევ დანადგარს არემონტებდა, რის შემდეგაც ლიფტი ასხლტა საფიქსაციო საყრდენისგან.
„საშახტო ამწის 4 ზეინკალი არემონტებდა ამწევ დანადგარს, რომლითაც ქვანახშირი ამოაქვთ, ლიფტის თავზე ახორციელებდნენ ბაგირის შეცვლის პროცედურას, რა დროსაც ლიფტი ასხლტა საფიქსაციო საყრდენისგან და ჩავარდა, შახტაში 400 მეტრის სიღრმეზე და ჩაიყოლა ეს 4 ადამიანიც. სამუშაო ადგილი არ იყო სათანადოდ მომზადებული სარემონტო სამუშაოებისთვის. დანარჩენი არის კვლევის საგანი, არ არის გამორიცხული, გამოიკვეთოს შრომის უსაფრთხოების დარღვევის ნორმებიც“, – აცხადებს შრომითი უფლებების დამცველი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები