„საქნახშირის“ დირექტორი: კომპანია მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, დაველოდოთ გამოძიებას

კომპანია მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ოჯახის წევრებს კი შესაბამის დახმარებას გაუწევენ,
– ამის შესახებ ჟურნალისტებთან „საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა ჯამბულ ჯაყელმა განაცხადა.
​მისივე თქმით, უსაფრთხოების თვალსაზრისით, კომპანიის მხრიდან საკმაოდ დიდი თანხები იყო დახარჯული.
„ჩვენ მზად ვართ, ღიად ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან. დღეს უკვე ცხედრები გადაყვანილია ექსპერტიზაზე ქუთაისში. კომპანია კი მზად არის, კომპენსაცია, დახმარება გაუწიოს დაზარალებულებს. ოჯახის წევრებს შევხვდით, ველაპარაკეთ. საკმაოდ დიდი თანხებია დახარჯული კომპანიის მიერ ამ პრობლემების მოგვარებაში. ამ შემთხვევას რაც შეეხება, უსაფრთხოების თვალსაზრისით, მე მაინც ვთვლი, რომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას“, – ამბობს „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები