პრეზიდენტი: მუდმივად იყო საუბარი, ვინ მივა და ვინ არა უშიშროების საბჭოს სხდომაზე, თითქოს პრეზიდენტის დაბადების დღის მილოცვაზეა საუბარი

“კონსტიტუციაში ბუნდოვანი ჩანაწერები არ უნდა არსებობდეს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.
​როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, მაშინ როდესაც უშიშროების საბჭო უქმდება და პრეზიდენტს აღარ აქვს სათათბირო ორგანო, შესაძლოა, უმაღლესი მთავარსარდლის არსებობამ აზრი დაკარგოს.
„მუდმივად იყო საუბარი, ვინ მივა და ვინ არ მივა უშიშროების საბჭოს სხდომაზე. თითქოს პრეზიდენტის დაბადების დღის მილოცვაზეა საუბარი, მიულოცავენ თუ არა დაბადების დღეს ან ანგელოზის დღეს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები