“წერეთლის” სადგურზე მგზავრების მიღება განახლდა

მეტრო “წერეთლის” სადგურზე 11:50 საათზე მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდა და დაიწყო მგზავრების მიღება. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით 10:00 საათზე ესკალატორების ქვემოთ განთავსებულ კაბელებზე მცირედი დაკვამლიანების გამო, დროებით შეიზღუდა მგზავრების მიღება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისმა სამსახურებმა ხარვეზის აღმოფხვრა დროულად მოახერხეს, ასევე, დეტალურად შეამოწმეს ესკალატორის ქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურა. წერეთლის სადგურზე მგზავრების გადაადგილება სრულიად უსაფრთხოა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები