წვიმა და ელჭექი – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

სინოპტიკოსები 10 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან 12 მაისამდე საქართველოში წვიმას და ელჭექს, პროგნოზირებენ.
მათივე ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია ძლიერი სეტყვაც.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 მაისს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +13, +18, აღმოსავლეთ საქართველოში +16, +21 გრადუსამდე დაიკლებს, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
12 მაისს დღისით ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და 15 მაისამდე ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში.
13 – 14 მაისს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +25, +30 -მდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები