„წერეთლის“ მეტრო გაჩერებულია – “მგზავრების გამოყვანა განხორციელდა”

მეტროსადგური „წერეთელი“ დროებით გაჩერებულია და მგზავრთა გადაყვანას ვერ ახორციელებს.
როგორც „კვირას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ესკალატორების გაუმართაობის გამო, მეტროსადგური დროებით გაჩერებულია.
რამდენიმე წუთის წინ, სადგურში დაკვამლიანებაც მოხდა, რის შედეგადაც საჭირო გახდა მგზავრების ევაკუაცია.
როგორც “კვირას“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, წერეთლის მეტროში ხანძარი ლიკვიდირებულია.
“ცეცხლი გაუჩნდა მაღალი ძაბვის სადენს და იყო დაკვამლიანება. ოპერატიულად მოხდა ყველა მოქალაქის ევაკუაცია. ადგილზე მუშაობს 5 ერთეული სახანძრო-სანაშველი ტექნიკა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები