გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონს ხვდება

ამ წუთებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონს ხვდება. გიორგი კვირიკაშვილი და რექს ტილერსონი საქართველო-ამერიკის სტატეგიული პარტნიორობის ძირითად საკითხებს განიხილავენ.
პრემიერ-მინისტრთან ერთად, სახელმწიფო დეპარტამენტში იმყოფებიან საქართველოს დელეგაციის წევრები: საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები