თამარ ჩუგოშვილი: საქართველოს აშშ-ის სრული მხარდაჭერა აქვს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტი.
მისი განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სრული პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს.
„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გაპრეზიდენტების მერე სულ რამდენიმე ქვეყნის ლიდერს შეხვდა და მათ შორისაა ჩვენი ქვეყანა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ამერიკის მხარდაჭერისა საქართველოს მიმართ. გარდა იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენ გვაქვს სრული პოლიტიკური მხარდაჭერა, რაც ძალიან ნათლად გამოითქვა ამ შეხვედრებზე, ჩვენ ასევე გავააქტიურებთ ეკონომიკურ თანამშრომლობას ამერიკასთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა და ზოგადად, მოქალაქეების ცხოვრების დონე გაუმჯობესდეს და შევძლოთ იმ პროგრესის შენარჩუნება, რაც გვაქვს და კიდევ უფრო წინ წავიწიოთ. ამიტომ, ამერიკის, როგორც მსოფლიო ლიდერის, მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია”, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები