პრეზიდენტი გიორგი კვირიკაშვილის აშშ-ში ვიზიტზე: ეს საგარეო პოლიტიკაში მიღწეული წარმატებაა

“ვაშინგტონში საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტთან არის ქართული დიპლომატიის გამარჯვება”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა.
პრეზიდენტის შეფასებით, ეს საგარეო პოლიტიკაში მიღწეული წარმატებაა, როცა აშშ-ის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ნათლად აფიქსირებენ.
„მივესალმები იმ შეხვედრებს, რომელიც ვაშინგტონში ჩატარდა. ეს არის მათ შორის, ჩვენი დიპლომატიური კორპუსის წარმატება. ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტი, რომლის დღის წესრიგიც ძალიან გადატვირთულია და ვიცე-პრეზიდენტი, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას ნათლად აფიქსირებენ. მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი დიპლომატიის ერთობლივი საქმის გამარჯვება“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები