ეკა ბესელია “ევროპულ საქართველოს” – მახსოვს პერიოდი, როდესაც ერთ კვირაში სამი მოსმენით იღებდით ცვლილებებს

საქართველოს კონსტიტუციაში „მინდა ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდან ვუთხრა, რომ ჩვენ კარგად გვახსოვს ის დროს, როდესაც ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო წინა ხელისუფლების დროს, – ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ კოლეგას საპარლამენტო უმცირესობიდან – ლელა ქებურიას.
როგორც ეკა ბესელიამ ზუგდიდში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო განხილვის დროს შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დღეს ქართული საზოგადოება პოლიტიკურად გაზრდილია, რაც მისასალმებელია.
”მე მინდა, ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდან, ქალბატონ ლელა ქებურიას ვუთხრა, რომ ჩვენ კარგად გვახსოვს ის დრო, როდესაც ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო წინა ხელისუფლების დროს. მე მახსოვს პერიოდი, როდესაც ერთ კვირაში სამი მოსმენით იღებდით ცვლილებებს საქართველოს კონსტიტუციაში.
ჩვენ ამას ვაპროტესტებდით, თუმცა მაშინ თქვენი ხმა არ მესმოდა, რომ ეს იყო უსულგულო, ვერაგული დამოკიდებულება კონსტიტუციის მიმართ. ჩვენ დღეს მათთან ერთად ვსაუბრობთ, რადგან გავიზარდეთ პოლიტიკურად. მე მივესალმები ამ დისკუსიას და ბევრი საინტერესო მოსაზრება მოვისმინე”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები