ირაკლი კობახიძე პრემიერისა და აშშ-ის პრეზიდენტის შეხვედრას აფასებს – ეს უდიდესი დამსახურებაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა დადებითად შეაფასა. მისი თქმით, ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო და ამერიკა სტრატეგიული პარტნიორები არიან.
„ჩვენ ვსაუბრობდით იმ კანონზე, რომელსაც ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ტრამპმა, რომლითაც უპრეცედენტო მხარდაჭერა იქნა გამოხატული საქართველოს მიმართ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გუშინდელმა შეხვედრამ ჩვენს პრემიერსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, თუ რამდენად მჭიდროა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ ერთი ნაბიჯი, ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის კუთხით დაახლოების გზაზე. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს მთავრობა და პირადად პრემიერი, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. ეს არის პირადად პრემიერის და მთავრობის უდიდესი დამსახურება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები