მამუკა მდინარაძე: ვერ დავიბრალებთ იმას, რომ სუბიექტური ინტერესებიდან გამოვდივართ

ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ფრაქცია თავად ამბობს უარს პრივილეგიაზე, პრეზიდენტის სახით კიდევ ერთი პოლიტიკური ფიგურა ჰყავდეს.
“ქართული ოცნება“ პრაქტიკულად, თავად ამბობს უარს იმ პრივილეგიაზე, რომლის მიხედვითაც, მას შეუძლია, ჰყავდეს კიდევ ერთი პოლიტიკური ფიგურა ძლიერი პრეზიდენტის სახით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ დავაბრალებთ იმას, რომ სუბიექტური ინტერესებიდან გამოვდივართ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ვამბობთ უარს პოლიტიკურ ფიგურაზე მაღალი ლეგიტიმაციის პრეზიდენტის სახით და ვფიქრობთ, რომ არაპირდაპირი არჩევნები, ამ წესით ჩატარებული არჩევნები, უზრუნველყოფს იმ მიზნებს, რაც საპარლამენტო რესპუბლიკებისთვის არის დამახასიათებელი. ალბათ, არავის ეპარება ეჭვი, რომ დღევანდელი მოცემულობით, პრეზიდენტიც ძალიან თავისუფლად შესაძლებელია, „ქართულმა ოცნებამ“ გაიყვანოს, თუმცა ჩვენ ამაზე ვამბობთ უარს“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები