საქართველოში რამდენიმე საათიან ინტერვალში ორი მიწისძვრა დაფიქსირდა

საქართველოში დღეს მეორე მიწისძვრა მოხდა.
ეპიცენტრი კვლავ ქვემო ქართლის რეგიონი იყო. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ დმანისის დასავლეთით, 18 კმ-ში, სოფელ სოღუთლოდან 12 კმ-ში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ დღესვე, 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ დმანისიდან დასავლეთით 24 კმ-ში, სოფელ ფოკადან 8 კმ-ში მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები