პარლამენტის წევრებმა ვაკის პარკში მდებარე უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ და პარლამენტის წევრებმა, ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში მდებარე უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს.
როგორც ”კვირას“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ცერემონიის მონაწილეებმა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
„დიდი მსხვერპლი გაიღო საქართველომ მეორე მსოფლიო ომში. საერთაშორისო კოალიციასთან ერთად, მოხერხდა ძალიან დიდი ბოროტების და საფრთხის დამარცხება ფაშიზმის სახით. მსოფლიო ზეიმობს ამ დღეს. ვულოცავ ვეტერანებს და კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი იმ გმირების წინაშე, ვინც სამამულო ომის ველზე დაეცა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები