„აშშ-ს ადმინისტრაცია ხაზს უსვამს, რომ საქართველო არის მისი სტრატეგიული პარტნიორი, ეს რუსეთმა უნდა გააცნობიეროს“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა შეაფასა.
მისი თქმით, ტრამპის კვირიკაშვილთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.
„ ძალიან ცოტაა ჯერ ისეთი სახელმწიფო მეთაურების რიცხვი, რომლებიც ტრამპს შეხვედრიან. ხაზგასმით შეხვედრა კვირიკაშვილთან ნიშნავს იმას, რომ ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ხაზს უსვამს, რომ საქართველო არის სტრატეგიული პარტნიორი და რომ ეს რუსეთმა უნდა იცოდეს და გააცნობიეროს. სწორედ ამ თვალსაზრისით, შეხვედრას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა“,- აღნიშნა გუგული მაღრაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ამერიკის პრეზიდენტის შეხვედრა თეთრ სახლში გუშინ გაიმართა.