თამარ ხულორდავა: გზავნილები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ აშშ-დან, უმაღლესი დონის მხარდაჭერის გამომხატველია

„გზავნილები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, უმაღლესი დონის მხარდაჭერის გამომხატველია“, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ხულორდავამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში.
​მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებმა ძალიან მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისადმი და სუვერენიტეტისადმი.
„გზავნილები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, უმაღლესი დონის მხარდაჭერის გამომხატველია. ჩვენ მუდმივად ვიღებთ გზავნილებს იმასთან დაკავშირებით, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოსთვის”, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
თამარ ხულორდავამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები