კამპანია – „არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესების“ ფარგლებში რაიონული პროკურატურების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები კამპანია – „არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესების“ფარგლებში, სატრანსპორტო დანაშაულებისა და ავტოსაგზაო დარღვევების პრევენციის მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რაიონის მოსახლეობას, სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს შეხვდნენ.
ბოლნისის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლები დმანისის მოსახლეობას და სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ და „ავტოსატრანსპორტო დანაშაულის და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შესახებ“ პრეზენტაცია გამართეს.
შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომწვევ მიზეზებსა და ქმედებებზე.
დმანისის N2 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ღონისძიებაზე სატრანსპორტო დანაშაულისთვის მსჯავრდებულმა პირმა და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულმა ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, საკუთარი განცდები გაუზიარეს შეხვედრის მონაწილეებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სკოლის მოსწავლეებმა ზებრა გადასასვლელი მოხატეს.
ბოლნისის რაიონული პროკურატურის სახელით, სპეციალური სიგელითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ ავტომობილის მართვის 41-წლიანი გამოცდილების მქონე 81 წლის ფიოდოსია დემენტიევა და 60-წლიანი გამოცდილების მქონე ლევან სამნიაძე, რომლებსაც არასდროს მოუხდენიათ ავტოსაგზაო შემთხვევა და არ შეუქმნიათ საავარიო სიტუაცია.
კამპანიის, „არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესების“ ფარგლებში, სამტრედიის რაიონული პროკურატურის, რუსთავის რაიონული პროკურატურის და მარნეულის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლები სატრანსპორტო დანაშაულების და ადმინისტრაციული გადაცდომების პრევენციის მიზნით, სამტრედიის რაიონის საჯარო სკოლების, რუსთავის N10 საჯარო სკოლის, ვანის რაიონის საჯარო სკოლის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდნენ.
რაიონული პროკურატურების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარუდგინეს. სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს ავტოსაგზაო შემთხვევათა ამსახველი ვიდეორგოლები, ფოტომასალა უჩვენეს, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკური მონაცემები გააცნეს და ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების და სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადი ქმედების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ასევე, მოხდა მათი ინფორმირება საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებით.
საქართველოს პროკურატურა კამპანიას – „არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები“ პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ახორციელებს და მისი მიზანია მოსახლეობისთვის ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებზე და ქმედებებზე ინფორმირება, სატრანსპორტო დანაშაულზე ცნობიერების ამაღლება და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები