პატრიარქმა ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან პანაშვიდი გადაიხადა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან პანაშვიდი გადაიხადა.
მისი უწმინდესობა ვაკის პარკში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ფაშიზმზე გამარჯვებიდან დღეს 72 წელი გავიდა. მეორე მსოფლიო ომს 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის, მხოლოდ საქართველოდან, 200 ათასი მოქალაქე დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
9 მაისთან დაკავშირებით, მოქალაქეები ვაკის პარკში დილიდან იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები