თბილისის საკრებულოს წევრებმა უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, რიმა ბერაძემ და საკრებულოს წევრებმა 9 მაისთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავი პირადად მიულოცეს და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს. საკრებულოს წევრებთან ერთად, ვეტერანებს გამარჯვების დღე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები