ვაკის პარკში, „ღამის მგლების“ ორი წარმომადგენელი იმყოფებოდა

ვაკის პარკში, სადაც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს აღნიშნავენ, მოტოკლუბ „ღამის მგლების“ ორი წარმომადგენელი მივიდა. როგორც მათ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნეს, თბილისში  ფაშიზმზე გამარჯვების წლისთავის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ.
რაც შეეხება იმას, დაარღვიეს თუ არა მათ კანონი ოკუპაციის შესახებ, ე.წ. ღამის მგლების თქმით, ისინი საქართველოს საზღვრის დაცვის პოლიციამ გამოატარა და კანონდარღვევას რომ ადგილი ჰქონოდა, მათ დააკავებდნენ.
„ჩვენ მოვედით აქ, რომ ქედი მოვიხაროთ ორი ერის გარდაცვლილი და ცოცხალი წინაპრების წინაშე, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი თავისუფლებისთვის, რომ ჩვენ არ ვყოფილიყავით ფაშისტები. ეს ჩვენი გამარჯვების დღეა. თქვენ ამაში ეჭვი გეპარებათ? თქვენ ასეთი ინტერვიუ თქვენი ვეტერანებისგან აიღეთ? მათთან მიხვედით და ჰკითხეთ, რა გადაიტანეს იმ წლებში? ეჭვი მეპარება, თქვენს თვალებში ვხედავ, რომ მატყუებთ. მე მივედი ვეტერანთან დღეს და ის ტიროდა. ყურადღება მათ ნამდვილად არ ჰყოფნით, ისინი ვერ ხედავენ, რომ თქვენ აფასებთ, რაც მათ გააკეთეს”, – მიმართა ლეონიდ მურაშკინმა ქართველ ჟურნალისტებს.
მოტოკლუბის წევრებმა ვაკის პარკის ტერიტორია უკვე დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები