მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ვაკის პარკში იკრიბებიან

ფაშიზმზე გამარჯვებიდან დღეს 72 წელი გავიდა. მეორე მსოფლიო ომს 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის მხოლოდ საქართველოდან 200 ათასი მოქალაქე დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
ვაკის პარკში, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად ემზადებიან. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ვაკის პარკში დილიდან იკრიბებიან. აქ ელოდებიან ხელისუფლებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, ასევე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს.
უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით უკვე შეამკეს საქართველოში უკრაინის საელჩოსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებმა.
ამ დღის აღსანიშნავად, ვაკის პარკში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. 12:00 საათზე კონცერტი გაიმართება, რის შემდეგაც, ვეტერანებისათვის სადილი მოეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები