“კვირიკაშვილთან შეხვედრაზე ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა”
აშშ-ის პრეზიდენტის შემდეგ, საქართველოს პრემიერის ვაშინგტონში ვიზიტს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი „ტვიტერის“ პირად გვერდზე ეხმაურება.
„აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შემოგვიერთდა, რათა მისალმებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა“, – წერს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს თეთრ სახლში შეხვდა, რის შემდეგაც, კვირიკაშვილი ტრამპმა ოვალურ კაბინეტში მიიწვია.