პლატონ ლებედევი თავისუფალია
კომპანია მენატეპის ყოფილი ხელმძღვანელი პლატონ ლებედევი თავისუფალია და რამდენიმე საათში დატოვებს ველსკის კოლონიას,- ამის შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით რამდენიმე საათის წინ კოლონიის ადმინისტრაციამ ლებედევის გათავისუფლების დოკუმენტაცია მიიღო.
„კოლონიამ უმაღლესი სასამართლოდან მიიღო დოკუმენტაცია, რამდენიმე საათში ის კოლონიას დატოვებს“ – აცხადებენ სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის პრესსამსახურში.