გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრის შემდეგ, კვირიკაშვილი ტრამპმა ოვალურ კაბინეტში მიიწვია.
გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მიწვევით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი ხვალ მოლაპარაკებებს გამართავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, რექს ტილერსონთან. პრემიერ-მინისტრი ასევე ეწვევა აშშ-ის სენატს, სადაც სხვადასხვა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდება. 10 მაისს კი, დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა აშშ-ს კომერციის მდივანთან, უილბურ როსთან.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაციების და წამყვანი საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები