სააკაშვილი ლუჟკოვის ვიზიტზე: აჭარის მოვლენების შემდეგ, ჩვენ ის პერსონა ნონ გრატად გვყავდა გამოცხადებული

0

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რუსეთის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ჯერ კიდევ 2004 წელს წინა ხელისუფლებამ იგი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
ამის შესახებ სააკაშვილი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს.
„ლუჟკოვის ბრძანებით, 2009 წელს, ჩვენი რამდენიმე ათეული სოფლის გადამწვარი ნასახლარები მიწასთან გაასწორეს და ზედ “მოსკოვის რაიონი” დააშენეს, თავისი სამხედრო ყაზარმებით. უკვე მანამდე ბევრად ადრე, 2004 წლის აჭარის მოვლენების შემდეგ, ჩვენ ის პერსონა ნონ გრატად გვყავდა გამოცხადებული და მაშინდელი ოფიციალური ვიზიტების დროს, მასთან პროტოკოლით გათვალისწინებულ შეხვედრაზეც კი, ყოველთვის უარს ვამბობდი.
მე არ მიშვებენ ჩემს ქვეყანაში და საქართველოს დაუძინებელ მტერს ფეხქვეშ გაეგენ! სიმბოლურია, რომ ჩვენ ლუჟკოვს და მის ამფსონებს 2004 წლის 6 მაისს, გიორგობაზე ამოვუკვეთეთ ფეხი საქართველოდან, ამათ კი, იგივე დღეს, გიორგობაზე მიიღეს და უგალობეს კიდევაც! მურვან ყრუსაც უგალობებდნენ? შაჰ აბასსაც უგალობებდნენ? პუტინსაც უგალობებენ“,-წერს სააკაშვილი.
მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოს მეუღლესთან ერთად სტუმრობს. როგორც ცნობილია, 80 წლის ლუჟკოვმა, მისმა მეუღლემ და მათმა თანმხლებმა პირებმა, სოფელ ქანდაში 13 ასურელი მამის მონასტერი მოინახულეს. იური ლუჟკოვი 2006 და 2009 წელს არის ოკუპირებულ სოხუმში ნამყოფი და მას დარღვეული აქვს ”ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი”.

კომენტარები

კომენტარი