თბილისში საბაგიროთი მგზავრობის ღირებულება ძვირდება

დღეს თბილისის საკრებულო სხდომაზე დეპუტატებმა რიყე-ნარიყალას საბაგიროთი მგზავრობის ღირებულების გაძვირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს. მგზავრობის ღირებულება 2,5 ლარი გახდება.
აღნიშნული საკითხი თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, მალხაზ ჭამბურიძემ წარადგინა.

მგზავრობის თანხის გაზრდით უქმდება მანამდე არსებული შეღავათები სოციალურად დაუცველებისა და სტუდენტებისთვის.

“კუს ტბაზე ველოსიპედით გადაადგილების შემთხვევაში კი მგზავრობის ღირებულება 1 ლარი იქნება“. – აღნიშნავს ჭუმბურიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები