ქართული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი ხელოვნურად არ შეფერხდება

“ევროპის საბჭო და საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მყარად უჭერს მხარს და ეს არის რეალობა, რომელიც ყველა მხარისთვის, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებისთვის, კარგად არის ცნობილი”, – ამის შესახებ საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მხარდაჭერა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა.
“რაც შეეხება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, ეს ფორმატი შექმნილია რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდგომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე და დღის წესრიგში უმნიშვნელოვანესი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხები აქვს. ქართული დელეგაცია ჟენევის დისკუსიებზე საქმიანად და კონსტრუქციულად არის ჩართული, განსაკუთრებით მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული საკითხების გადასაჭრელად მუშაობაში, რაც ხშირ შემთხვევაში, შესაძლებელია საკითხის პოლიტიზირების გარეშე. ქართული მხარე კვლავაც გეგმავს ამგვარი მონაწილეობის გაგრძელებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ ხელოვნურად არ შეფერხდება თავისი შინაარსით და მნიშვნელობით ამ ერთადერთი ფორმატის მუშაობა”, – განაცხადა ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები