Telegraph-ის ინფორმაციით, საქართველოში მოსახლეობაზე მეტი ტურისტია

საქართველო იმ ქვეყნებს შორის დასახელდა, სადაც მოსახლეობაზე მეტი ტურისტია. ბრიტანულმა “Telegraph”-მა მსოფლიოს 51 ქვეყნის სია გამოაქვეყნა, სადაც მოსახლეობაზე მეტი ტურისტია. ამ სიაში საქართველო 37-ე ადგილს იკავებს. “Telegraph”-ის მონაცემებით, საქართველოში ერთ მოსახლეზე საშუალოდ 1,4 ტურისტი მოდის.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ “Telegraph”-ი 2015 წლის სტატისტიკურ მონაცემებს დაეყრდო, რა დროსაც საქართველოს 5,9 მილიონი საერთაშორისი მოგზაური ეწვია, 2016 წელს საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 6.3 მილიონამდე გაიზარდა.
“Telegraph”-ის რეიტინგში პირველ ადგილს ანდორა იკავებს, სადაც ერთ სულ მოსახლეზე 33 ტურისტი მოდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები