“საზოგადოების ჩართულობით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე უფრო მაღალი კონსენსუსის მიღწევაა შესაძლებელი”

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც კომისიამ საყოველთაო განხილვაზე გამოიტანა, ნულოვანი პარტიული კონსენსუსის მატარებელი უწოდა.
აღნიშნული განცხადება გიორგი მარგველაშვილმა დღეს ბათუმში, საყოველთაო განხილვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ცვლილებებთან დაკავშირებული დისკუსიები სხვადასხვა ადგილზე და სხვადასხვა დარბაზებში უფრო ფართოდ უნდა გაიშალოს.
„ეს დისკუსია ყველა სოფელში, ყველა უნივერსიტეტში უნდა მიმდინარეობდეს, რომელიც აზრთა ჭიდილში კონსენსუსამდე მიგვიყვანს, რადგან კონსტიტუცია არის საყოველთაო კონსენსუსის დოკუმენტი. სამწუხაროდ, ის კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, არის დღეს ნულოვანი პარტიული კონსენსუსის მატარებელი, მაგრამ საზოგადოების ჩართვის ფონზე, ჩვენ შეგვიძლია, მივაღწიოთ უფრო მაღალ კონსენსუსს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები