ლალი მოროშკინას ახალი პოლიტიკური ავანტიურა – 10 მაისიდან „იბერიაზე“ რეალითი პოლიტიკური შოუ „ფაბრიკა“ იწყება

ტელეკომპანია „იბერია“ ახალ პროექტს იწყებს. ყოველდღიური პოლიტიკური რეალითი შოუ „ფაბრიკა“ ეთერში 10 მაისიდან, ყოველ დღე, 18-დან 19-საათამდე გავა. გადაცემას ორი წამყვანი ეყოლება, თუმცა ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთის ვინაობაა ცნობილი – ლალი მოროშკინა ეთერში 15-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება.
„დიახ, ეს ლალი მოროშკინას ახალი პოლიტიკური ავანტიურაა, ავანტიურა, რომელიც გულგრილს ვერავის დაგტოვებთ და რომელიც ყოველ დღე, საღამოს 18-დან 19-საათამდე ეკრანს მიგაჯაჭვავთ! რა ჩაიფიქრა მოროშკინამ ან ვინაა მისი მეწყვილე მამაკაცი? – ეს რომ გაიგოთ, ამისთვის მარტივი ნაბიჯი უნდა გადადგათ: ყოველ დღე, 18 საათზე, ტელეკომპანია „იბერიაზე“ პოლიტიკურ რეალურ შოუს, „ფაბრიკას“ უნდა უყუროთ! მერწმუნეთ, მსგავსი არასოდეს არაფერი გინახავთ!“ – აცხადებს გადაცემის პროდიუსერი, რომლის ვინაობაც, მოროშკინას მეწყვილის მსგავსად, არ საჯაროვდება და მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მას ალექსანდრე ჰქვია.
„ასე რომ, 10 მაისიდან, ტელეკომაპანია „იბერია“ ახალ პოლიტიკური რეალითი შოუს შემოგთავაზებთ ლალი მოროშკინასა და ფართო საზოგადოებისთვის სრულიად უცნობ მამაკაცთან ერთად! მაშ, ასე: ვიკრიბებით ზეგ, ოთხშაბათს, საღამოს 18 საათზე, „იბერიაზე“ ლალი მოროშკინა, უცნობი მამაკაცი, მათი სტუმარი და ჩვენ!“ – ამბობს „ფაბრიკას“ პროდიუსერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები