მამუკა მდინარაძე: საზოგადოებამ ნდობა გამოუცხადა წარსულში „ქართულ ოცნებას“ და არა რომელიმე პერსონას

“პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საზოგადოებამ ნდობა გამოუცხადა წარსულში „ქართულ ოცნებას“ და არა რომელიმე პერსონას”, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელიც არის პასუხისმგებელი, რომ ერთ კაცზე მორგებული კონსტიტუცია დახვეწოს, გახადოს გაცილებით უკეთესი და მიიღოს კონსტიტუცია, რომელიც იქნება დემოკრატიული, რომელიც იქნება ამავდროულად, პლურალისტული და უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას “, – აცხადებს მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები