მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 600 ლარს მიიღებენ, ხოლო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 300 ლარს

 მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, ერთჯერადი სოციალური ფულადი დახმარების სახით, წელს 600 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 300 ლარს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს ხელს.
დადგენილება ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზებას ეხება, მათ შორისაა პრემიერ-მინისტრის სახელით საზეიმო მიღების გამართვა, ვაკის პარკში საზეიმო ღონისძიებები, უცნობი ჯარისკაცის საფლავის, საძმო სასაფლაოების, ძეგლების კეთილმოწყობა თბილისსა და რეგიონებში. ფაშიზმზე გამარჯვების დღე 9 მაისს აღინიშნება.
როგორც „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მთავრობის 838 – დ დადგენილების შესაბამისად სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყო მისთვის განსაზღვრული დავალებების შესრულება და საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 3 მაისის მდოგომარეობით თანხები სრულად გადაურიცხა. შესაბამისი განკარგულების თანახმად, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები- 600 ლარს მიიღებენ, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები კი- 300 ლარის ოდენობით.
გასაცემელი განკუთვნილი იყო სულ 883 ბენეფიციარზე, მათგან 592 მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა, 291 კი ომში დაღუპულთა ოჯახის წევრია. 4 მაისიდან ამ ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ ლიბერთი-ბანკის ანგარიშებიდან მიიღონ კუთვნილი თანხა.
თბილისში მცხოვრები ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისათვის თანხების გადარიცხვას აწარმოებს დედაქალაქის მერია. სოციალური მომსახურების სააგენტო თანხების გადარიცხვისას სარგებლობს იმ სიებით, რომელსაც აწვდის ვეტერანების საქმეთა დეპარტამენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები