რიმა ბერაძემ ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს ფაშიზმზე გამარჯვების 72 -ე წლისთავი მიულოცა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა, რიმა ბერაძემ, ამავე რაიონის გამგებლის მოადგილესთან, ზურაბ ბაქანიძესთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს ფაშიზმზე გამარჯვების 72 -ე წლისთავი მიულოცა და თითოეულ მათგანს სასაჩუქრე ნობათი გადასცა.
დეპუტატი და გამგებლის მოადგილე ომის მონაწილეებს სახლში პირადად ეწვივნენ, მათ დამსახურებებზე ისაუბრეს, თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს და დიდხანს სიცოცხლე, ჯანმრთელობა და მხნეობა უსურვეს.
როგორც რიმა ბერაძემ აღნიშნა, ჩუღურეთის რაიონში ომის 125 მონაწილე ცხოვრობს.
,,ომის ვეტერანების ღვაწლი ძალიან დასაფასებელია და ჩვენ, ხელისუფლება, ამ სამაგალითო ადამიანებისთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შესაქმნელად ყველაფერს ვაკეთებთ.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს წინასწარ ვულოცავ 9 მაისს და ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ვუსურვებ“,- განცხადა რიმა ბერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები