ქუთაისი განახლებული ნიკეას ქუჩით ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს დაუკავშირდება

ქუთაისის ნიკეას ქუჩისა და ქუთაისის შემოვლითი ავტომაგისტრალის გეგუთის შემაერთებელი გზის მშენებლობის ოთხკილომეტრიანი მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია. პროექტში 650 ადამიანია დასაქმებული.
სამუშაოების მიმდინარეობას და შესრულების ხარისხს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე გაეცნო.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 17 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოები 2016 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება.
ახალი, კომფორტული და უსაფრთხო ევროსტანდარტების გზა  ქუთაისთან დამაკავშირებელი მთავარი კვანძი გახდება .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები