პრეზიდენტი: აჭარის მაგალითზე აფხაზებს და ოსებს უნდა ვაჩვენოთ, როგორ შეგვიძლია ავტონომიების გაძლიერება

“გულწრფელად ვფიქრობ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ტერიტორიული მოწყობის პრინციპები უნდა გადასინჯულიყო”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს განაცხადა.
​მისი თქმით, აჭარის მაგალითზე აფხაზებს და ოსებს უნდა ვაჩვენოთ, როგორ შეგვიძლია ავტონომიების გაძლიერება.
„გულწრფელად ვფიქრობ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ტერიტორიული მოწყობის პრინციპები უნდა გადასინჯულიყო. არა იმიტომ, რომ აფხაზებს და ოსებს უნდა ვაცალოთ, არამედ იმიტომ, რომ აფხაზებს და ოსებს უნდა ვაჩვენოთ, როგორ შეგვიძლია ავტონომიების გაძლიერება. ეს უნდა მომხდარიყო აჭარის მაგალითზე. აჭარამ უნდა აჩვენოს, რომ აი, ასეთი ავტონომია შეიძლება იყოს და დაინახონ ჩვენმა ძმებმა აფხაზეთში და ოსეთში, როგორ შეგვიძლია ვამუშაოთ ავტონომიები ერთიან სისტემაში“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები