გიორგი მარგველაშვილი: ქვეყნის ჯარისთვის მთავარსარდლის გაქრობა პრინციპულად პრობლემურად მიმაჩნია

“ურთულეს გარემოში ვაყალიბებთ ჩვენს სახელმწიფოებრივ სიძლიერეს. ამ ვითარებაში, ქვეყნის ჯარისთვის მთავარსარდლის გაქრობა, პრინციპულად პრობლემურად მიგვაჩნია”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, საკონსტიტუციო პროექტის განხილვისას, პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა და ყურადღება პრეზიდენტის უფლებებზე გაამახვილა.
„საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ისტორიული უსამართლობის შედეგად, ოკუპირებულია ძალიან ძლიერი მეზობლის მიერ. ურთულეს გარემოში ვაყალიბებთ ჩვენს სახელმწიფოებრივ სიძლიერეს ამ ვითარებაში, ქვეყნის ჯარისთვის მთავარსარდლის გაქრობა, პრინციპულად პრობლემურად მიგვაჩნია. რა თქმა უნდა, ნომინალურად პრეზიდენტს ერქმევა მთავარსარდალი, მაგრამ ვერც ერთ გადაწვეტილებას ვერ მიიღებს. ომის გამოცხადებასთან დაკავშირებითაც კი. პრეზიდენტს მოუვა პრემიერ-მინისტრის წარდგინება და პრეზიდენტს დისკრეციაც არ აქვს, გადაწყვიტოს, გამოაცხადოს თუ არ გამოაცხადოს ომი. მათ შორის, როდესაც არის ომიანობის მდგომარეობა, პრეზიდენტი მართავს ქვეყანას დეკრეტებით და ეს არის ის ადამიანი, რომელსაც არასდროს არავითარი შეხება არ ჰქონია რეალურად არც შეიარაღებულ ძალებთან და არც ქვეყნის მართვასთან. ეს არის ის თემები, რომლებიც მე მიმაჩნია პრობლემურად“, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები