“აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე არ შევეხებით ტერიტორიული მოწყობის საკითხებს”

“სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გადაესინჯა ტერიტორიული მოწყობის საკითხები”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბათუმში განაცხადა.
მისივე თქმით, კომისიამ მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება, რომ საქართველოს კონსტიტუციაში არსებითად არ გადაესინჯა ტერიტორიული მოწყობის საკითხები.
„ეს იყო პრინციპული გადაწყვეტილება, ჩვენ კონსტიტუციაში 1995 წელს ჩაიდო გზავნილი, რომლის თანახმადაც, ხელისუფლება არ შეეხება ტერიტორიული მოწყობის საკითხებს, ვიდრე არ დადგება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, არ გახდება შესაძლებელი კონსულტაციების წარმოება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან. გზავნილი არის ასეთი, რომ ჩვენ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე არ შევეხებით ტერიტორიული მოწყობის საკითხებს. ეს გზავნილი ვფიქრობთ, რომ უნდა დარჩენილიყო მოქმედ კონსტიტუციაში და ეს გადაწყევტილება იქნა კიდეც მიღებული“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები