პრეზიდენტი: მივესალმები გადავსებულ დარბაზს, ეს არის ის, რაც ყოველთვის მინდოდა
ბათუმში, კონსტიტუციის საერთო სახალხო განხილვა მიმდინარეობს. შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მიმართა.
“მიხარია და მივესალმები გადავსებულ დარბაზს, ეს არის ის, რაც ყოველთვის მინდოდა, მთელი საზოგადოება ვსაუბრობთ და ვმსჯელობთ ერთად”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, გადავსებული დარბაზი არის იმის წინაპირობა, რომ საინტერესო და მნიშვნელოვანი დოკუმენტი შეიქმნას.
„მიხარია და მივესალმები გადავსებულ დარბაზს, ეს არის ის, რაც ყოველთვის მინდოდა, რომ მთელი საზოგადოება ვსაუბრობთ და ვმსჯელობთ ერთად. ვსაუბრობთ, ვმსჯელობთ და მივდივართ შეთანხმებამდე, ერთიან ჭეშმარიტებამდე, რასაც ჰქვია ქვეყნის უზენაესი კანონი, რომელიც ჩვენ მომავალ თანაცხოვრებას განაპირობებს. ეს გადავსებული დარბაზი არის წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ რეალურად ამ პროცესის გაღრმავებით მივალთ მნიშვნელოვანი და საინტერესო დოკუმენტის შექმნამდე. მიხარია, როდესაც ვხედავ ამდენ დაინტერესებულ ადამიანს. მინდა, მადლობა გადავუხადო ირაკლი კობახიძეს. მინდა, მოვუსმინო კომისიის წევრების შეხედულებებს. მაინტერესებს, რა თემებზე იქნება დისკუსია. არის საკითხები, რომელზეც მინდა ჩემი შეხედულება გაგიზიაროთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.