გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბათუმში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული თემები განიხილეს.
საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს, ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ პროექტებს, ასევე, ტურისტული სეზონისათვის მზადების საკითხებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები.