თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
„თელასის“ ცნობით, გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ჭედიას, შუშის, ულიანოვის და სარაჯიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის და გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, ნიკო ნიკოლაძის და ქიაჩელის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:30 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გალის, გოგებაშვილის, რჩეულიშვილის, თერგის, შანიძის, პეტრიაშვილის და ბაშალეიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვეზიროვის ქუჩის მცხოვრებლებს.
12:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ტყავის, კოტე აფხაზის, სიონის, შარდენის, ერეკლე მეორეს, თუმანიანის, ქუმსიაშვილის, ეფრემ მცირეს და ნიშნიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის IV კვარტლის მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: არსენალის მთის, ასპინძის შესახვევის, ლამის, დიღომბარის, დავითაშვილის, მნათობის, ჩეჩელაშვილის, ჯაბაურის, პეტრე ბაგრატიონის, ბერძენიშვილის, თამარშენის, პაატა სააკაძის, გუმათის, სიღნაღის, სალიების, ეკატერინე ჭავჭავაძის და ბერიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ჩიტაშვილის, ბენაშვილის, მარჯანიშვილის და ახალციხის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს, აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), აკაკი ბელიაშვილის, ახმეტელის, ლუბლიანას, ხოშარაულის, აგლაძის და გუდაუთის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სადგურ ლილოს, ლილოს დასახლების და იუმაშევის ქუჩის მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის (ნაწილობრივ), წმინდა ბარბარეს უბნის, ნაკადულის, ჭირნახულის, ქინძმარაულის, ჩხავერის და საფერავის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები