მოსკოვის ყოფილი მერი, იური ლუჟკოვი თბილისშია

მოსკოვის ყოფილი მერი, იური ლუჟკოვი თბილისშია, დღეს ის წირვას დაესწრო, რომელიც მამა სერაფიმე ბით ხარიდიმ აღავლინა. როგორც ბერ დიაკვანმა “რუსთავი 2”-ს განუცხადა, მოსკოვის ყოფილი მერი ტაძარში, მეუღლესთან ელენა ბატურინასთან ერთად მივიდა.
“ჰქონდა ინტერესი დასწრებოდა არამეულ ენაზე წირვას და მოვიდა ტაძარში, წინასწარ არ გვქონდა ინფორმაცია, მისი სტუმრობის შესახებ,”- განაცხადა მამა სერაფიმემ.
დღესვე გავრცელებული ინფორმაციით, იური ლუჟკოვი უფლისციხეში იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები