კიევში „ევროვიზია 2017“ ოფიციალურად გაიხსნა
კიევში „ევროვიზია 2017“ ოფიციალურად გაიხსნა. რიგით 62-ე ევროფესტივალის 42 მონაწილის მიღება წითელ ხალიჩაზე ამ წუთებში მიმდინარეობს.
2017 წლის „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსში საქართველოს თამარ გაჩეჩილაძე წარადგენს. გაჩეჩილაძე ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალურ შოუზე 9 მაისს, მეორე ნომრად იმღერებს.
თამარ გაჩეჩილაძე, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, წითელ ხალიჩაზე გულშემატკივრებისა და მედიის წინაშე უკვე წარდგა.